მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 18 692 აქტიური შემთხვევაა

5f9711a5a365f
თამთა ჯიჯავაძე
26.10.20 23:50
709
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 18 692 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 872 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 11 370-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 215-ს შეადგენს.

NCDC-ის ცნობით, 26 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 769 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 249 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 3 832 პირი.

ამასთან, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 851 829 PCR ტესტი.