მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში აშშ-ის ელჩის შემცვლელის კანდიდატურა ცნობილია

63eb0eb618bcf
ინგა მურუსიძე
14.02.23 08:24
1425
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, რობინ დანიგანი ამჟამად არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში. მანამდე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. 

რობინ დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის რიგებს 1992 წელს შეუერთდა. მას დამთავრებული აქვს ეროვნული ომის კოლეჯი (National War College), სადაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ასევე დამთავრებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ბაკალავრიატი.

რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.