11.ივნისი .2021 12:10

საქართველოში Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 197 114 ადამიანი - Stopcov.ge

საქართველოში Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 197 114 ადამიანი - Stopcov.ge
views 273
უკან

11 ივნისისთვის Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში სულ აცრილია - 197 114 ადამიანი, ხოლო დღიურად აცრილთა რაოდენობა 6 083-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს: "სინოვაკი", "სინოფარმი", "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა". 

11 ივნისის სრული Covid-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 352649 , ბოლო 24 საათში - 695
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 337820 , ბოლო 24 საათში - 797
მათ შორის გარდაცვლილი - 5012 , ბოლო 24 საათში - 16
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 37842, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23931, PCR ტესტით - 13911
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%
სულ აცრილია - 197114, დღიურად აცრილია - 6083
კარანტინის რეჟიმში - 38
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3175
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 595