26.იანვარი .2021 23:50

საქართველოში Covid-19-ის 7 254 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში Covid-19-ის 7 254 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
views 313
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 26 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 7 254 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 254 822 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 006იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 244 446 -მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 1 050 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 096 -ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 25 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 26 იანვრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 490 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 353 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 3 069 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 2 267 829 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17 349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 857, PCR ტესტით - 11 492.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა