მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა - სრულად

60095579b6f93
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.21 14:01
2190
საქართველოს მთავრობამ დღეს ქვეყანაში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. საქართველოს მთავრობასა და კოვაქს პლატფორმას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, კი ქვეყანა ვაქცინის 1.5 მლნ დოზას მიიღებს, რაც 700 000 მოქალაქისთვისაა განკუთვნილი.

პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადებით, გარდა ამისა მთავრობა ვაქცინის მწარმოებლებთან ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს და საქართველოში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოვა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის გეგმის შესრულების ბიუჯეტი 64.3 მლნ-დან 158.1 მლნ ლარამდეა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის წარდგენისას განაცხადა, ბიუჯეტურ პარამეტრებში ფასების განსხვავება ძირითადად ვაქცინის ფასს უკავშირდება, რომელიც დროთა განმავლობაში შეიცვლება.

საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა:

ამოცანა

შერჩეული ვაქცინის ეფექტურობა და მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნიტეტი (გადატანილი დაავადების შედეგად) განსაზღვრავს იმუნიზაციით საჭირო მოცვის მაჩვენებელს, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს რომ დაიცვას მოსახლეობა და გახსნას ეკონომიკა, ამიტომ 2021 წლის საორიენტაციო (და ამბიციური) სამიზნეა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის მოცვა ვაქცინით;

ძირითადი დაშვებები

ვაქცინების გამოცდა-რეგისტრაციის მუდმივად ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება გეგმის ადაპტირება, განახლება;

იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდებაჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფების მოცვა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.

სამიზნე რაოდენობა და მოცვის ეტაპები:

მაღალი რისკისა და ესენციური ჯგუფები სულ 839 474 პირი:  

•ჯანდაცვის სექტორის მუშაკები - სამიზნე - 71 415, მოცვა - 60%, მოცვა - 46 420;
•ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიცირები და პერსონალი - 2 600, 60%, 1 560;
•>75 ასაკის პირები - 226 800, 60%, 136 080;
•65-74 ასაკის პირები - 329 183, 60%, 197 510;
•ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები - 180 373, 60%, 108 224;
•55-64 წლის ასაკის პირები - 478 400, 60%, 287 040;
•18-54 ქრონიკური დაავადების მქონე პირები - 89 400, 60%, 53 640;

მოსახლეობის სხვა ჯგუფები: 1 434 567, მოცა 60%, 860 740 პირი.
სულ ჯამში - 1 691 214 პირი.

გეგმის მიხედვით, დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყენას დასჭირდება დაახლოებით 3 979 300 დოზა ვაქცინა.

ეროვნული გეგმისთვის პერსპექტიული ვაქცინები

•ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გეგმა მოქნილია და ითვალისწინებს ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინის გამოყენებას, შემდეგი დაშვებებით:

- 800C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის გამოყენებას 200 000 დოზის მოცულობით და მხოლოდ I-ლი პრიორიტეტული და სხვა ორგანიზებული ჯგუფებისთვის

ან

- 200C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის გამოყენებას 200 000 დოზის მოცულობით და მხოლოდ I-ლი პრიორიტეტული და სხვა ორგანიზებული ჯგუფებისთვის (თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისაღები დოზების მოცულობის გაორმაგება)

და  

უმეტესწილად 2-8C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის გამოყენებას მოსახლეობის ყველა დანარჩენი ჯგუფებისთვის რადგან ქვეყნის ცივი ჯაჭვი და იმუნიზაციის სისტემა უფრო მეტად ამგვარ ვაქცინებზეა მორგებული

აღნიშნული დაშვებები ეფუძნება ვაქცინების მსოფლიო ბაზარის არსებულ რეალობას, კერძოდ:

•არსებული მონაცემებით ვაქცინის მწარმოებელთა უმეტესობა გეგმავს 20C -80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის წარმოებას, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც -800C და-200C ტემპერატურა ჭირდებათ
•2021 წლის პირველ ნახევარში ვაქცინების მოსალოდნელი მოცულობა, რომელთაც გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ექნებათ 1.5-2.7 მილიარდ დოზას არ გადააჭარბებს, მოცულობების ზრდა უფრო 2021 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი ≈ 3.6 მილიარდი დოზა და უმეტესი ვაქცინები იქნება 20C -80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა.
•და ბოლოს COVAX-ის ფონდის მიერ შეკვეთილ ვაქცინებში უდიდესი წილი 20C -80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინებია.


პერსპექტიული ვაქცინების შერჩევის კრიტერიუმი

ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვაქცინის იმპორტისთვის სავალდებულო კრიტერიუმებია:
ვაქცინა იყოს აღიარებული ჯანმო-ს მიერდა შეყვანილი ან გადაუდებელი გამოყენების სიაში ან გავლილი ჰქონდეს პრე-კვალიფიკაცია  

ან

ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან,როგორიცაა FDA (აშშ), EMA (ევროგაერთიანება), გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. (სულ 37 ქვეყნის მარეგულირებელი)

•შესაბამისად გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ
•2021 წლის 14 იანვრის მონაცემებით ამგვარი ვაქცინა მხოლოდ სამია, თუმცა მოსალოდნელია ეს სია მნიშვნელოვნად გაფართოვდეს 2021 წლის მე-II და III კვარტალში

ვაქცინაციისთვის შერჩეული დაწესებულებები:

მოკლე ვადაში მოსახლეობის 60%-ის მოცვას დასჭირდება იმუნიზაციაში ჩართული ქსელის გაფართოვება, რაც მოხდება შემდეგნაირად:

საავადმყოფოები
•საკუთარი სამედიცინო პერსონალის ასაცრელად
•მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფების ასაცრელად
•-800C ვაქცინის შემთხვევაში მოხდება მხოლოდ სპეციალურად შერჩეული დაწესებულებების მობილიზაცია

არსებული იმუნიზაციის კლინიკები
•საკუთარი და მიმაგრებული სამედიცინო პერსონალის ასაცრელად
•პრიორიტეტული ჯგუფების და დანარჩენი მოსახლეობის ასაცრელად

მობილური ბრიგადები
•ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების ბენეფიციარები და მომვლელები
•ბინაზე მყოფი-არამობილური მოსახლეობის ასაცრელად

მასიური ვაქცინაციის ცენტრები - დიდ ქალაქებში
•პრიორიტეტული მოსახლეობის ჯგუფების ასაცრელად
•ზოგადი მოსახლეობის ჯგუფების ასაცრელად



ადამიანური რესურსების მართვა და ტრეინინგი

•ადამიანური რესურსის გადამზადების მიზნით გამოყენებული იქნება ჯანმო-ს და სხვა ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავებული მასალები-გაიდლაინები  

• შემუშავებულია ტრენინგის გეგმა, თემატურიდიზაინი და მეთოდოლოგია

• განსაზღვრულია სამიზნე აუდიტორია და მათი რაოდენობები

ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი

•იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე (იშგამ) ზედამხედველობა და მართვა განხორციელდება არსებული სისტემით, რომელსაც ქვეყანა 20 წელზე მეტია იყენებს

•სისტემას-დოკუმენტაციას დაემატება შერჩეული ვაქცინის სპეციფიური ელემენტები და არსებულ რეგულაციებთან ერთად საჭიროების მიხედვით შემუშავებული იქნება დამატებითი რეგულაციები

•გაფართოვდება იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი

კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროგრამისთვის საინფორმაციო სისტემა, მონიტორინგი და ეპიდზედამხედველობა

•ამოქმედდება აცრაზე ჩაწერის-რეგისტრაციის ონლაინ-მოდული

•აცრების რეგისტრაცია და ანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან გამოიყენება

•ვაქცინის მარაგების ეფექტურად სამართავად გამოყენებული იქნება იმუნიზაციის მარაგების მართვის შერჩეულ ვაქცინაზე მორგებული ელექტრონული მოდული

•ელექტრონული სისტემის მინიმალური მოდიფიცირებით მოხდება: ვაქცინების ლოგისტიკის მონიტორინგი; იმუნიზაციის მომსახურების პროცესის მონიტორინგი, მოცვის მაჩვენებლების კუმულაციური ზრდის მონიტორინგი, მოცვის მაჩვენებლის შედარება დაგეგმილ მაჩვენებელთან

•ეპიდზედამხედველობა განხორციელდება უკვე არსებული დაავადებათა ზედამხედველობის ერთიანი ელექტრონული სისტემის(დზეის) საშუალებით, რომელიც უკვე გამოიყენება COVID 19-ის ზედამხედველობის მიზნებისთვის
კომუნიკაციის პრიორიტეტები

მომზადებულია კომპლექსური და პროაქტიული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს:

•სამედიცინო პერსონალის და მედია ტრეინინგებს
•ეროვნულ დონეზე საინფორმაციო და სოციალური მობილიზაციის კამპანიას
•ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე საზოგადოების ინფორმირებას
•მედია და სოციალურ მედია მონიტორინგს და დეზინფორმაციაზე ოპერატიული რეაგირების მექანიზმს

წინაწარი შეფასებით საჭირო ფინანსური რესურსების მინიმალური რაოდენობა 64 333 622 ლარია, ხოლო მაქსიმალურის 158 190 243 ლარი.

გათვლებში გათვალისწინებული სხვადასხვა ვაქცინის სხვადასხვა სცენარით გამოყენების შესაძლებლობა და საჯარო სივრცეში არსებული ვაქცინის მინიმალური და მაქსიმალური ფასები

ქვეყნის მზაობა კოვიდ-19 ვაცინაციის გეგმის დანერგვისთვის:

•მომზადებულია ვაქცინის დანერგვის დეტალური გეგმა შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით

•ქვეყანა რეგისტრირებულია კოვაქსის პლატფორმაზე და გადახდილი აქვს პირველი შენატანი 1.4 მილიონ დოზის მისაღებად მოსახლეობის 20% ისთვის

•ქვეყანას აქვს გამართული რუტინული იმუნიზაციის სისტემა შესაბამისი ცივი ჯაჭვით

•იმუნიზაციის პროგრამა არის სახელმწიფო პრიორიტეტი: ბოლო 8 წელიწადში იმუნიზაციის ბიუჯეტი ქვეყანაში გაიზარდა დაახლოებით 6-ჯერ და გეგმიური ვაქცინაციისთვის ქვეყანა ყიდულობს მხოლოდ ჯანმოს პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს

•ბოლო წლებში ქვეყანაში დანერგილია 4 ახალი ვაქცინა ძირითადად გავის დახმარებით და შესაბამისად რამოდენიმეჯერ გადამზადებულია იმუნიზაციის პროგრამის პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებები და ადამიანური რესურსი

•ჩამოყალიბებულია პარტნიორობა იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან (WHO, UNICEF, GAVI, COVAX, WB, USAID, ADB და სხვა.)