მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა უკეთ ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპაში - თენგიზ ცერცვაძე

6125efffa6e51
BM.GE
25.08.21 11:37
837
"საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა (და არა მთლიანად პანდემიის მართვა) უკეთ ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში"- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქ პოსტში წერს. 

მისი თქმით, საქართველოში 60 ათასამდე აქტიური COVID პაციენტის (რაც კატასტროფულად მაღალი ციფრია) მართვა ხორციელდება სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე, რაც კლინიკური სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს.

"ეს მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებში გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვისას კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირას იყო, ან ჩამოიშალა. ხოლო შვედეთში საერთოდ საშინელება ხდებოდა, 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები არ გადაჰყავდათ კლინიკებში ადგილების უქონლობის გამო.

ყველა COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობა - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოში (CFR-1.32%) ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში (1.67%), ბრიტანეთში (2,02%), გერმანიაში (2,38%) და ზოგადად ევროპის 32 ქვეყანაში (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით).

ვინმეს შეუძლია ეჭვი შეიტანოს ამ ციფრებში?!. რა თქმა უნდა, არა"-წერს თენგიზ ცერცვაძე. 

რაც შეეხება 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვლილთა რაოდენობას, მისი თქმით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული კლინიკური მართვის ხარისხზე, მაგრამ მაინც იგი საქართველოში (1731 გარდაცვლილი ერთ მილიონ მოსახლეზე) უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში (1941 გარდაცვლილი), ბრიტანეთში (1928 გარდაცვლილი) და ა.შ. (ა.წ. 23 აგვისტოს მონაცემებით).

"საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) გარდაცვლილია სულ 54 COVID ავადმყოფი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მაშინ, როდესაც უცხოეთის ქვეყნებში ასეთები ასობით, ათასობით და ათი ათასობითაა.

ვინმე მოიძებნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ ეს ასე არაა? ან ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ეს პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთში ჰოსპიტალიზაციის გარეშე და საერთოდ უექიმოდ რჩება ასობით და ათასობით მეტი ავადმყოფი"-ამბობს ცერცვაძე.