მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დასაქმების მსურველთა დეფიციტია - მაია წერეთელი

610ccbbb7dc30
ინგა მურუსიძე
07.08.21 00:05
5029
KMS Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია წერეთელი ამბობს, რომ საქართველოში დასაქმების მსურველთა დეფიციტია. როგორც მან bm.ge-სთან საუბარში თქვა, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის პოვნა უჭირს სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პანდემიის პერიოდში ადამიანები დასაქმდნენ აუთსორსინგულ კომპანიებში, ქოლ-ცენტრებში, ასევე კურიერებად. მცირე რაოდენობა წავიდა უცხოეთში. დანარჩენმა კი ადაპტაცია მოახდინა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო, ან სხვა სფეროში გადაეწყო. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს კარგი პროფესიული სასწავლებლები ტურიზმის სექტორში იმისთვის, რომ ამ დარგში ადამიანებმა მეტი ისწავლონ და მეტად განვითარდნენ“, - ამბობს მაია წერეთელი.

მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ის, რომ ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილების მოთხოვნა ბაზარზე გაჩნდა ერთდროულად, შეზღუდვების მოხსნისთანავე.

მაია წერეთელის თქმით, ადამიანები თავს იკავებენ სასტუმრო სექტორში სამუშაოდ გადასვლისგან, ვინაიდან გარემო არასტაბილურია და არსებობს საფრთხე, რომ კვლავ ჩაიკეტოს ყველაფერი, ამიტომ თუ უკვე არიან დასაქმებული, სამსახურების დატოვებისგან თავს იკავებენ.

„შეიძლება ითქვას, რომ კადრებზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით საწყის პოზიციებზე მომუშავეებზე, მენეჯმენტის ნაწილშიც არის მოთხოვნა, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე რიგითი პოზიციის თანამშრომლებზე. განსაკუთრებით დიდი გაჭირვებაა დასუფთავების სფეროს და სარესტორნე ბიზნესის ნაწილში“, - ამბობს მაია წერეთელი.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამ კუთხით გადამწყვეტი იყოს ანაზღაურების საკითხი და დასაქმებულებს ეს არ მოსწონდეთ, მაია წერეთელი პასუხობს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა დამსაქმებლებს უჭირთ ანაზღაურების გაზრდა, რადგან კვლავ არასტაბილური სიტუაციაა პანდემიის გამო და არ აქვთ გარანტირებულად ფიქრის შესაძლებლობა, რომ სტუმრები ეყოლებათ.

აქვე bm.ge-სთან საუბარში მაია წერეთელი არაბულ ქვეყნებში დასაქმების მსურველთა ზრდაზე საუბრობს. მისი თქმით, მოთხოვნა გაიზარდა როგორც დასაქმების მსურველთა, ისე დამსაქმებლების მხრიდან, მათ შორის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში.

„რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, უკვე პირველი ონლიან გასაუბრებები ჩაინიშნა მოთხოვნა არის კვლავ დოჰა-ყატარის ბაზარზე და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე. თუმცა ადრინდელთან შედარებით ნაკლებია მოთხოვნა და იგეგმება, რომ ვაკანსიები ეტაპობრივად დაემატოს“, - განაცხადა მაია წერეთელმა.