საქართველოს “ენერგობალანსის” დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში ელექტრომოხმარება წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი. იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკამ სულ 2.57 ტერავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.
ელექტროენერგიის მოხმარებაში 1.91 ტერავატ საათი ადგილობრივი გამომუშავება იყო, რაც წელს 28%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად თბოსადგურების გამომუშავების მატებას უკავშირდება. კერძოდ, წლის პირველ ორ თვეში ქართულმა თბოსადგურებმა 952 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლიურად 41%-ით არის გაზრდილი. ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ კი 17%-ით მოიმატა და 951 მლნ კილოვატ საათი შეადგინა. ამ მიმართულებით მატება ძირითადად ენგურჰესს უკავშირდებოდა, რადგანაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ იყო გაჩერებული.
წელს საქართველოში დენის იმპორტმა 764 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლები იყო.
გაზრდილია ელექტროენერგიის იმპორტი აფხაზეთში. აფხაზეთის ენერგომომარაგება ორი წყაროს მეშვეობით ხდება, პირველია ენგურჰესის მიერ გამომუშავებული “უფასო დენი”, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი საქართველოდან იღებს, მეორე კი რუსეთის სუბსიდიით შესყიდული დენია. 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში აფხაზეთისთვის განკუთვნილი 461 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. მთლიანობაში აფხაზეთის ენერგომოხმარებამ წელს 659 მლნ კილოვატ საათი შეადგინა. შესაბამისად, რეგიონის ენერგომოხმარების ⅔ რუსული სუბსიდირებული დენი იყო.
დანარჩენი საქართველოს ენერგომოხმარებისთვის კი წელს "ესკომ" 303 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით ნაკლებია.
ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა. მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების 5.8%-ით ზრდას პროგნოზირებს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მატება ძირითადად იმპორტის ზრდით უნდა დაბალანსდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ