მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთად

600073435e578
BM.GE
14.01.21 20:24
1034
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 244612-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 228359-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 21-ით 2867-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 469 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3870 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 638 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +24,763; ინფიცირების ჯამური შემთხვევები
3,495,816. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,882,044. გარდაცვლილთა რაოდენობა 63,940 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 570 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +9,554; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,355,839, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,227,927. გარდაცვლილთა რაოდენობა 23,325 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 173 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +7,925; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,138,764, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 837,063. გარდაცვლილთა რაოდენობა 20,376, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 162 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +448; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 163,576, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 151,849. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,963 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 12 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +380; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 226,200, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 213,279. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,957 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 14 ადამიანი.

წყარო - Wordlometers