მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 24%-ით გაიზარდა

6332dc138a2e9
მარიამ ვარადაშვილი
27.09.22 23:00
711
2022 წლის 7 თვეში საქართველოში სადგურებმა ჯამურად 8.4 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია გამოიმუშავეს.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი 6.8 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა. შესაბამისად, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება წლიურად 23.6%-ით გაიზარდა.

აქედან თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ჯამური ოდენობა 2020 წლის იანვარ-ივლისში 1.5 მილიარდ კილოვატ საათს აღწევს. გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 921 მლნ კილოვატი საათი იყო.

ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ თითქმის 7 მილიარდი კილოვატი საათი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5.7 მილიარდი კილოვატი საათი იყო. 7 თვეში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 8.4 მილიარდი კილოვატი საათი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 8 მილიარდი კილოვატი საათი იყო.

შესაბამისად, ქვეყანაში მოხმარება 8%-ით გაიზარდა. მოცემულ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტმა 2.2 მილიარდი კილოვატი საათი შეადგინა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1.8 მილიარდი იყო. რაც შეეხება ექსპორტს, მოცემულ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელმა თითქმის 1.8 მილიარდ კილოვატი საათი შეადგინა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 485 მლნ კილოვატი საათი იყო.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ერთადერთ ქარის სადგურს, გორის ქარის ელექტროსადგურმა მიმდინარე წლის 7 თვეში 47.6 მლნ კილოვატ საათი გამოიმუშავა. გასული წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი 50 მლნ კილოვატი საათი იყო. შესაბამისად, კლებამ 4.4% შეადგინა.