29.ივლისი .2021 22:00

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 9.3%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 9.3%-ით გაიზარდა
views 268
უკან

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. 2021 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ სულ 6.67 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 9.3%-ით მეტია. მოხმარებული ელექტროენერგიის მატება ქვეყანაში გააქტიურებულ ეკონომიკურ აღდგენაზე მეტყველებს. 

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისის მოსახლეობამ, ანუ "თელასის" აბონენტებმა 1.36 მილიარდი კილოვატ საათი მოიხმარეს, ხოლო დანარჩენი რეგიონების მოსახლეობამ, ანუ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა 2.2 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია. 

 
ესკო-ს ინფორმაციით, 1.58 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია მიეწოდა წელს ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი მთელ თბილისზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. 

1.5 მილიარდი კილოვატ საათი იყო ე.წ. "პირდაპირი მომხმარებლების", ანუ მსხვილი კერძო კომპანიების მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა წლის პირველ ნახევარში. მათ შორის ყველაზე მეტ დენს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მოიხმარს, რომელმაც 603 მილიონი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია მიიღო, რაც მთლიანად საქართველოს ელექტრომოხმარების 9%-ს შეადგენდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა