CFD-აუქციონებში გამარჯვებული ენერგოპროექტების სია ცნობილია
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.23 17:39
• 3148
ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის CFD აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. გამარჯვებულთა სიაშია სულ 24 საინვესტიციო პროექტი, მათ შორის 14 ჰიდროელექტროსადგური (149 მეგავატი); 77 ქარის ელექტროსადგური, 70 მეგავატი კი მზის ელექტროსადგური იქნება.
ამ 24 პროექტზე სახელმწიფო გააფორმებს ტარიფის დაზღვევის შეთანხმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ესკო იქნება გარანტორი ამ სადგურებს ყოველ კილოვატ ელექტროენერგიაში წინასწარ განსაზღვრული ტარიფის ანაზღაურება გადაუხადოს. ჰესებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 9 თვე, მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
CFD აუქციონებში გამარჯვებული პროექტები და მათვის განსაზღვრული ტარიფები ასე ნაწილდება: