მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა – დილერები

5f7f4a6062c6c
თათია კაკიაშვილი
08.10.20 23:30
1311
საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. მიზეზად ლარის დოლართან მიმართებით მკვეთრი გაუფასურება და "კოვიდ 19"-ით გამოწვეული არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება. კერძო დილერების ნაწილი, ავტომობილების თვითღირებულებაზე მომატებული ფასის და მომხმარებლის შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ოპერირებას აჩერებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ავტონაწილების როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ მაღაზიებში ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე ფასმა თითქმის 20%-ით მოიმატა, ეს კი, სფეროში დასაქმებულთა თქმით, მომხმარებლის მოთხოვნის შემცირებაზე კიდევ ერთ გავლენას ახდენს.

“მანქანები წლების განმავლობაში ჩამომყავდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ავტომობილების ბიზნესი შევაჩერე; მიზეზი - ლარის გაუფასურება და მომხმარებლის შემცირებული მოთხოვნაა. მოთხოვნა შეჩერდა მანქანის ზეთებზეც, რადგან ამ პროდუქტზეც 20%-ით მოიმატა ფასებმა. ყველა ტიპის ბრენდირებული ზეთი 1 ლიტრი თუ 15 ლარამდე ღირდა, ახლა უკვე 20-22 ლარი გახდა“, - ამბობს BM.ge-ისთან ინტერვიუში კერძო დილერი, კოტე ბოჭორიშვილი.

დილერების თქმით, ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, თითქმის ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასნამატი დღითიდღე მატულობს. ამ პროდუქტთა სიაში ისეთი მეორადი ავტომობილებიც შედის, რომელთა იმპორტიც, ძირითადად, იაპონიიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან ხდება.