მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იმუნური ფენის დასადგენად კვლევა მიმდინარეობს - „გათვლებით ეს დაახლოებით 85% იქნება“

62397f89a2a47
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 12:40
648
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში იმუნური ფენის დასადგენად ფართო კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წინასწარი გათვლებით, იმუნურ ფენას მოსახლეობის 85% ქმნის.

„საქართველოში დიდი კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 20 000 ადამიანზე, რომელიც აჩვენებს გადატანილი და ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას. ამის შემდეგ გვეცოდინება რა ფენაა იმუნური. წინასწარი გათვლებით ეს ქვეყანაში დაახლოებით 85% იქნება, ანუ ვისაც კოვიდი გადატანილი აქვს და აცრილია, მაგრამ შედარებით დაზუსტებული მონაცემები 2 კვირის შემდეგ გვექნება. ვფიქრობ, მარტის განმავლობაში სტაბილურობის ტენდენცია გაგრძელდება, თუ კიდევ რაიმე ახალი შტამი არ მოგვევლინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, არსებული რეკომენდაციების დაცვა, რაც დახურულ სივრცეში პირბადის ტარებას და ვაქცინაციას გულისხმობს.