მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა

61091c7eaba59
შოთა ტყეშელაშვილი
03.08.21 14:47
1054
საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 11.9%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მაისში იყო.

წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 14.1%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 11.4%-ით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში მომატებული ინფლაცია 2021 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, ორგანიზაცია დეკემბრისთვის 9.4%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 2.8%-მდე უნდა შემცირდეს.

გაზრდილი ინფლაციის ფონზე, სავალუტო ფონდი არ გამორიცხავს, რომ სებს-ს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდაც მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 9.5%-ს შეადგენს.