მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსი 15 572 მოქალაქეს აქვს - 13 მაისი

609cd0bb32f69
ინგა მურუსიძე
13.05.21 11:11
416
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 776 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 326 441-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.79%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 329 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 306 264-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 429, აჭარაში - 444, იმერეთში - 520.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 15.

710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 - თბილისში, 342 - აჭარაში.

10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 638 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 413 პირი, აჭარაში - 1 809, იმერეთში - 1 383", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.