04.დეკემბერი .2020 11:20

საქართველოში კორონავირუსი 24 349 მოქალაქეს აქვს, მძიმედაა 1 070 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსი 24 349 მოქალაქეს აქვს, მძიმედაა 1 070 პაციენტი
views 233
უკან

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ვირუსმა 38 ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

„მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში-448, ხოლო იმერეთში-28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 803 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 437 პირი, აჭარაში-12 071, იმერეთში-4 605“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა