მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

5e58eaadb0dea
ინგა მურუსიძე
28.02.20 14:15
2684
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დიაგნოზი უკვე დადასტურებულია გუშინ და დღეს დილით გაკეთებული ანალიზებით. 

„კორონავირუსის მეორე შემთხევა დაფიქსირდა ადამიანზე, რომელსაც აქვს იტალიაში მოგზაურობის ისტორია. მიმდინარეობს  კონტაქტების ინტენსიური ძიება, რადგან ამ ადამიანს შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ის ჩამოფრინდა იტალიიდან. გუშინ მოთავსდა ინფექციურში, დღეს გადამოწმდა ანალიზები და დადასტურდა, რომ კორონავირუსი აქვს. დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიმდინარეობს დაკვირვება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაინფიცირებულის თანმხლები პირი შემოწმებულია და მას კორონავირუსი არ დაუდგინდა.