მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა

5e8f62a7e74ba
თამთა ჯიჯავაძე
09.04.20 21:56
976
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, შედეგად გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა უკვე 51–ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოში დაინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას, ის ბოლო მონაცემებით, 218–ია.

Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 829, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 მოქალაქეა.

ასევე, საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3–ს შეადგენს.