28.მარტი .2020 10:30

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

views 254
უკან

დილის მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევა არის 85, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„აქედან 46 მოდის ჩვენს ცენტრზე, დანარჩენი 39 არის მოთავსებული კოვიდის მიმღებ 6 დაწესებულებაში. ჩვენ შემოგვემატა გუშინ 1 ახალი პაციენტი. გაწერილია 13 ჩვენგან, ახლა გრძელდება კვლევები და რამდენი შემოგვემატება დინამიკაში ვნახავთ, და დღეს გვიან ან ხვალ დილით მოგაწვდით", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურში 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4-ის მდგომარეობა არის მძიმე.

"შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა ალბათ, მაგრამ ის გუშინ გვიან ღამით დაგვემატა, მასთან ჩატარდება კვლევები დინამიკაში განვიხილავთ მდგომარეობასა და ლაბორატორიულ მონაცემებს და მის პროგნოზირებას გაგიკეთებთ ხვალისთვის. დარჩენილი ოთხი მძიმე პაციენტიდან კარგია ის, რომ ორი პაცინეტის მდგომარეობა ალბათ პროგნოზირება შეიძლება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება. მაგრამ ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა