მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 17 142 ადამიანი მკურნალობს

5f9c5e62e551c
თამთა ჯიჯავაძე
30.10.20 23:50
550
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 17 142 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1696 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 19 810-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 285-ს შეადგენს.

NCDC-ის ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 891 110 PCR ტესტი.

გარდა ამისა, 30 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 070 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 324 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშა კი 4 200 პირია.