17.სექტემბერი .2021 10:15

საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა

საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა
views 4040
უკან

საქართველოში მობილური ინტერნეტის ღირებულება შემცირდა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა. 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, ბაზარზე ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 0.81 ლარია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ფასთან - 1.05 ლართან შედარებით 0.24 თეთრით, ანუ 22%-ით ნაკლებია.

ტარიფის გაიაფებასთან ერთად ბაზარზე იზრდება იმ აბონენტთა რიცხვიც, ვინც 4G მომსახურებას იყენებს. ამჟამად მობილურ ინტერნეტს 3.2 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. მთლიანობაში საქართველოში მოქმედი აქტიური SIM ბარათების 63% მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად მოიხმარს.

2020 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარება 119%-ით გაიზარდა და მან 192,337 ტერაბაიტს მიაღწია. ამასთან, 2021 წელს ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ივლისში მოხმარებული ინტერნეტის მოცულობამ 28,800 ტერაბაიტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 71%-ით მეტია. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და მან საშუალოდ 9.4 გბ შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა