მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, მობილურ ინტერნეტს 4 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა - კახა ბექაური

კახა ბექაური
BM. GE
20.09.23 00:15
60

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების, კერძოდ კი, მობილური ინტერნეტის მოხმარების ტენდენციები მიმოიხილა.

მისი თქმით, გასულ წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 350 ათასი აბონენტით აღემატება. ხოლო, ბოლო 5 წლის მანძილზე, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 8.6% იყო.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელს, 3%-ით უსწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები