საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები სებ-ს უკვე წარუდგინეს. ჯამური მონაცემების მიხედვით, სექტორმა წელს 2 მილიარდის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მიღებული შემოსავლიდან ბანკებმა 588 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.
პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკებს შორის ყველაზე დიდი 280 მილიონი ლარის წმინდა მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა. 210 მილიონი ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილს თიბისი ბანკი იკავებს. ჯამში სექტორის ორ მთავარ მოთამაშეზე წმინდა მოგების 83% მოდის.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა, ორი ბანკი - პეისერა ბანკი სილქ ბანკი კი ზარალზე იმყოფებიან.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით:
1. საქართველოს ბანკი - 280 მლნ ლარი;
2. თიბისი ბანკი - 210 მლნ ლარი;
3. ლიბერთი ბანკი - 19.4 მლნ ლარი;
4. კრედო ბანკი - 15.2 მლნ ლარი;
5. ბაზის ბანკი - 11.7 მლნ ლარი;
6. ვითიბი ბანკი - 11 მლნ ლარი;
7. პროკრედიტ ბანკი - 10.4 მლნ ლარი;
8. ხალიკ ბანკი - 9.6 მლნ ლარი;
9. ტერა ბანკი - 8.3 მლნ ლარი;
10. ქართუ ბანკი - 5.5 მლნ ლარი;
11. იშ ბანკი - 5.1 მლნ ლარი;
12. ზირაათ ბანკი - 2 მლნ ლარი;
13. პაშა ბანკი - 0.2 მლნ ლარი;
14. პეისერა - -0.2 მლნ ლარის ზარალი;
15. სილქ ბანკი - -0.8 მლნ ლარის ზარალი.
ზარალის ნაცვლად 11 მილიონის მოგება აქვს სანქცირებულ "ვითიბი ბანკს", რისი უშუალო მიზეზის განმარტებისთვისაც BMG-იმ ბანკს კითხვით მიმართა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს