მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოვლენები გვახსენებს, რომ არჩეული ლიდერების ხელშიც შესაძლებელია დემოკრატიის ეროზია - ესტონეთის პრემიერი

6408903abae6c
მარიამ ვარადაშვილი
08.03.23 17:53
718
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ტვიტერზე გუშინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ შეშფოთებულია მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული ძალადობის გამო.

“შეშფოთებული ვარ მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ნახვით. მიმდინარე მოვლენები გვახსენებს, რომ არჩეული ლიდერების ხელშიც შესაძლებელია დემოკრატიის ეროზია”,-წერს ის.

გუშინდელ საპროტესტო აქციასა და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა. 

"ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.