მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 43.8%-ია აცრილი

624e9f1c1f96d
BM.GE
07.04.22 12:44
712
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 

7 აპრილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 863 384 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 362 238 ,>18 ასაკის მოსახლეობის 47.4%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 257 713 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.8%.

NCDC-ის ცნობით, ბუსტერ დოზით აცრილია 240 272, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 137 (2.33%), ხოლო სრულად აცრილია - 3 271 (1.84%).

ამასთან, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 615 (15.56%), ხოლო სრულად აცრილია- 11 159 (13.76%).

6 აპრილს ჩატარდა 595 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლია დარეკონ 1522 ან ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს.
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართონ უახლოეს ამცრელ პუნქტს.