მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ნეგატიური PCR-ტესტით შემოსვლა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეძლებათ

60362f6f00d05
ინგა მურუსიძე
24.02.21 14:48
937
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ნეგატიური PCR-ტესტებით შემოსვლა უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იყოს შესაძლებელი და ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდეს. კერძოდ, საქართველოში შემოსვლა Covid-ნეგატიური ტესტებით შეეძლებათ სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს.

„ხაზი მინდა გავუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ქვეყნების ჩამონათვალის გაზრდას. როცა შემოვიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ნეგატიური PCR-ტესტით ქვეყანაში შემოსვლას, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყნების ნუსხა გადაიხედება.

ერთსულოვანი ვიყავით ამ გადაწყვეტილებაში ახლა და ითქვა, რომ ეფექტური კონტროლით შესაძლებელია გავაფართოოთ ქვეყნების ჩამონათვალი. ქვეყნების ჩამონათვალს დავამატეთ სამეზობლო მთლიანად და რეგიონის ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, თურქეთი“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების შემოსვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ან ვაქცინირებული არიან, ან აქვთ ნეგატიური პიციარ ტესტი - თუმცა, ამ კუთხით ქვეყნების ჩამონათვალი შეზღუდულია.