მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ომიკრონის შემთხვევები 253-მდე გაიზარდა

61d5c4acb6f7a
BM.GE
05.01.22 20:10
832
NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების შემთხვევები მზარდია. ამ დრომდე NCDC-ის სულ 253 შემთხვევა აქვს დადასტურებული, პარალელურად გრძელდება ახალი შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი კვლევა შტამის დასადგენად. 

გამყრელიძის თქმით, "ომიკრონით" ინფიცირებულების მნიშვნელოვან ნაწილს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები წარმოადგენენ.

„დღეს დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო „ომიკრონის“ 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში „ომიკრონის“ 94 დადებითი შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა.

შესწავლილი შემთხვევებიდან 17%-ში გვქონდა რეინფიცირება, ასევე მოკვლეულ შემთხვევათა 67%-ში არიან სრულად ვაქცინირებული ადამიანები, მათ შორის 8 შემთხვევა ბუსტერიზებული, მაგრამ ყველა ეს შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 5 ადამიანს, აქედან 3-ს დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ თავისი თანმხლები დაავადების გამო და არა კოვიდის. ამ შემთხვევების უმეტესი ნაწილი გახლავთ შემოტანილი. უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ომიკრონის" გავრცელების გათვალისწინებით, ამირან გამყრელიძე საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპის ხელახალ ზრდას პროგნოზირებს. 

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 436 შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი 6.84%-ია.