მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პოლონეთის საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

5e58ac00a7ba7
თელარა გელანტია
28.02.20 10:20
4875
საქართველოში პოლონეთის საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.

როგორც საელჩოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, პოლონეთის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

„საეჭვო სიმპტომის არსებობის, ან ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის ფონდის (NFZ) ცხელ ხაზზე: 800 190 590.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალიზირებულ ინფექციურ საავადმყოფოებს, ან სამედიცინო დაწესებულებების ინფექციურ განყოფილებებს: https://www.gov.pl/…/byles-w-chinach-i-zle-sie-czujesz-spra
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ინგლისურ ენაზე (გთხოვთ იხილოთ ბმული): https://www.gov.pl/web/zdrowie/coronavirus
ამასთანავე, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ახალი კორონავირუსული ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ: https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx …“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.