საქართველოში ქონებას რუსეთის 23 ათასამდე მოქალაქე ფლობს - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის კითხვაზე გაცემული პასუხიდან ხდება ცნობილი.
სადეპუტატო კითხვაში არ იყო დაკონკრეტებული თუ როგორ შეიცვალა რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რაოდენობა გასული წლების განმავლობაში. ასევე არ არის დაკონკრეტებული თუ როგორ ნაწილდება ეს ქონებები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ბინები; არასასოფლო სამეურნეო მიწები). ამასთან, სამინისტროს განმარტებით, საუბარია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე და არა იმ პირებზე, რომლებიც პარალელურად საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობენ.
"ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის 22 719 (ოცდაორი ათას შვიდას ცხრამეტი) მოქალაქე. ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი/პასპორტის ნომრით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით.
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში აისახება საქართველოს მოქალაქის საპასპორტო/პირადი მონაცემები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაციის მითითების გარეშე; შესაბამისად, თანადროულად საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე პირის იდენტიფიცირება არსებული ბაზით ვერ ხორციელდება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი