მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რძე გაძვირდა - მწარმოებლები ფასის ზრდის მიზეზებზე საუბრობენ

5fb55107a42a0
ანუკა ჯოხაძე
18.11.20 22:30
917
რძის პროდუქტების კალათა, რომელიც ერთი წლის წინ 114 ლარი ღირდა, 2020 წლის ოქტომბრისთვის თითქმის 10 ლარით ძვირი და 125 ლარი ღირს. ფასების განსაკუთრებით სწრაფი მატება 2018 წლიდან დაიწყო, ხოლო 2019 წელს ეს პროცესი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა.

ნედლი რძის გაძვირებამ ყველაზე დიდი ასახვა ყველის სარეალიზაციო ფასზე მოახდინა. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რძის პროდუქტების კალათიდან ყველაზე მეტი პროცენტული ნიშნულით ყველი გაძვირდა. რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძირითადი ფაქტორი, რის გამოც რძე გაძვირდა მერყევი ლარის კურსი იყო, რამაც ფერმერებს რძის წარმოება გაუძვირა.

“საქართველოში რძე გაძვირდა, ეს კი დამოკიდებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. პირველი ის, რომ საკმაოდ არამოსავლიანი წელი აღმოჩნდა ცხოველის საკვების თვალსაზრისით. გარემო კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეუწყო ფერმერს, რომ იმ ოდენობის საკვები მიეღო ფერმერს, რაც მას საშუალებას მისცემდა რომ სტაბილიზაცია მოეხდინა ბაზრის და შედარებით ნაკლებად ეზრუნა საკვების იმპორტზე. შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ფერმერი იმპორტირებულ საკვებზე და გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსი საკმაოდ დაეცა, ამან გამოწვია იმპორტირებული ნედლეულის გაძვირება, შესაბამისად, ასახვა ჰპოვა თვითღირებულებაზე”, - ამბობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კონიაშვილი.