მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საშუალო ხელფასმა 1,328 ლარს მიაღწია - საქსტატი

61419d3d2389f
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.21 11:12
7249
საქსტატმა დღეს 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ის 1,328 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 177.9 ლარით მეტია. 

დარიცხული 1,328 ლარის საშუალო ხელფასი ნიშნავს, რომ მოქალაქეების მიერ ხელზე აღებული საშუალო ხელფასი 1,062 ლარს შეადგენს, ხოლო საშუალოდ ერთი დასაქმებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი თვეში 265.6 ლარია. 

საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი კვლავ საფინანსო სექტორშია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

"2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 560.0 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2021 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.