მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

61028b125d130
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.21 15:17
3203
საქართველოში რეგულარის მარკის საწვავის ღირებულება 2.95 ლარს აღემატება, რაც ამ კატეგორიის ბენზინისთვის ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს. ასევე რეკორდულ დონემდე არის გაზრდილი სხვა მარკის საწვავის ღირებულებაც. მაგალითად, პრემიუმის მარკის საწვავი 3.09-3.12 ლარი ღირს, ხოლო ევრო დიზელი კი 2.99 ლარი.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო 90 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 10.1%-ით გამყარდა, საწვავის ღირებულება ამავე პერიოდში პირიქით 13%-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ღირებულების ზრდას უკავშირდება. ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამჟამად $72.6 დოლარი ღირს, ხოლო სამი თვის წინ ეს ფასი $64.8 დოლარს შეადგენდა.