მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სრულად ზრდასრული მოსახლეობის 43.6%-ია აცრილი - NCDC

6236edc9c951a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 13:02
725
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით საქართველოში სულ 2 842 355 აცრაა ჩატარებული.

მათივე ცნობით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 356 141 ადამიანი, ანუ 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.2%; სრულად ვაქცინირებულია 1 253 699ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 43.6%-ია; ბუსტერ დოზით კი ქვეყანაში 229 542 პირია აცრილი.

რაც შეეხება მოზარდებს, 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 089 (2.31%) პირი, სრულად კი 3 234(1.82%) პირი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 12 574 (15.51%), სრულად კი 11 135 (13.73%) პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, 19 მარტს ქვეყნის მასშტაბით სულ 656 აცრა ჩატარდა, რეგიონების მიხედვით დღიური აცრის მაჩვენებელი ასეთია: თბილისი - 447; აჭარა - 77; ქვემო ქართლი- 55; იმერეთი - 34; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 21; კახეთი და გურია - 6-6; სამცხე-ჯავახეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 4-4; შიდა ქართლი - 2; მცხეთა-მთიანეთი - 0.