მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა იზრდება - ვის ეძებენ დამსაქმებლები

6081a90cedf01
თათია ჩაფიჩაძე
22.04.21 23:01
6202
საქართველოს შრომის ბაზარი ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. დასაქმების სააგენტო Hr.ge-ს ინფორმაციით, თებერვალში იანვართან შედარებით 34%-ით მეტი ვაკანსია დაიდო, ხოლო მარტში თებერვალთან შედარებით, ზრდამ კიდევ 38% შეადგენდა.

HR.GE-ის რეგიონალური მენეჯერის ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 15%-ით ჩამორჩება. განთავსებული ვაკანსიების 70% თბილისზე, დანარჩენი 30% კი ყველა სხვა რეგიონზე ნაწილდება.

„საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები გვაქვს 2021 წლის იანვრიდან. მატება თვიდან თვემდე იზრდებოდა დაახლოებით 34%-დან 38%-მდე. აქტიური იყო მარტი და მოლოდინები გამართლდა. აპრილში მცირე კლება გვაქვს - დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საშუალოდ 4000 ვაკანსია მაინც დაიდება. აპრილის გაპასიურება შეზღუდვების მოლოდინიდან გამომდინარეობს. კომპანიები თავს იკავებენ და ამბობენ, რომ თუ არ დაემატა შეზღუდვები, შემდეგ გამოვაცხადებთო, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მაისის მეორე ნახევრიდან ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

2019 წელს თუ შევადარებთ ჯერ იმ ნიშნულს ვერ დავუბრუნდით, საშუალოდ 15%-იანი კლება ნარჩუნდება. რაც შეეხება აქტიურ სექტორებს, იანვრიდან ყველა კომპანია გამოცოცხლდა, აქტიურობდა გაყიდვები და IT-მიმართულება. ასევე აღსანიშნავია ბოლო თვეებში ჰორეკა სექტორის გამოცოცხლება, წარმოება, ფინანსები, სავაჭრო ობიექტები. ერთადერთი ვინც დღემდე არ აცხადებს ვაკანსიებს, ეს არის ტურისტული სექტორი.

პანდემიამდე ვაკანსიების50% თბილისზე მოდიოდა, ნახევარი სხვა რეგიონებზე. ახლა რეგიონებში ძალიან იკლო და ამ გადანაწილებაში 70% უკვე თბილისს უჭირავს. ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად აქტიურია ბათუმის ჰორეკა სექტორი, რაც ალბათ სეზონის მოლოდინთან არის კავშირში.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში შახბაზიანმა.

Hr.ge-ს ინფორმაციით, გაზრდილია სამუშაოს მაძიებელთა რიცხვიც. დღიურად საიტზე საშუალოდ 200-მდე სამუშაოს მაძიელებელი რეგისტრირდება.