მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული საექსპორტო საქონლის 19.1 % რუსეთში გადის

5f3d2b86031f0
BM.GE
19.08.20 18:25
1234
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან $1.76 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო საქონელი (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) გავიდა, რაც 16.8 %-ით ნაკლებია გასული წლის 7 თვის მონაცემზე. ადგილობრივი ექსპორტი ( $1.08 მლრდ აშშ დოლარი) მთლიანი ექსპორტის 61.6 პროცენტია და გასული წლის იანვარ-ივლისის მონაცემთან შედარებით 2 %-ით შემცირებულია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი ($ 206.9 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი ($ 142.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი ($ 118.3 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოში წარმოებული საექსპორტო საქონლის ყველაზე დიდი რაოდენობა - 19.1 % ($206.9 მლნ აშშ დოლარი) რუსეთში გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8 % ით ნაკლებია.

რუსეთის ფედერაციაში გასული ადგილობრივი საექსპორტო საქონლის ხუთეული ასეთია:

1. ალკოჰოლიანი და უალკოყოლო სასმელები და ძმარი - $ 111.0 მლნ აშშ დოლარი;
2. შავი ლითონები - $ 57.7 მლნ აშშ დოლარი;
3. საკვებად ვარგისი ნაყოფი და კაკალი - $ 18.4 მლნ აშშ დოლარი;
4. ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები - $ 4.5 მლნ აშშ დოლარი;
5. ყავა, ჩაი, მატე და სანელებლები - $ 2.9 მლნ აშშ დოლარი;

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში რუსეთის ფედერაციაში $229.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რომელშიც 90.3 % საქართველოში წარმოებული საექსპორტო საქონელი იყო.