26.მაისი .2023 23:00

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსეთის ინტერესების გატარებას“ - გიორგი ქადაგიძე

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსეთის ინტერესების გატარებას“ - გიორგი ქადაგიძე
views 647
უკან

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსეთის ინტერესების გატარებას. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, დემოკრატიულ არჩევნებს და განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ქადაგიძის აზრით, ამ ქვეყანას განვითარებისთვის თავისუფლება და უსაფრთხოება სჭირდება, რაც სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში, ძალიან დიდი მოთხოვნაა თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე. თუ შენ გაქვს უსაფრთხო გარემო, ამავე დროს გაქვს ეკონომიკური თავისუფლება, რაც გულისხმობს თავისუფალ სასამართლოს, მედიას, სადაც ადამიანები დაცულად გრძნობენ თავს და სადაც ჟურნალისტს შუა თბილისიდან არ მოიტაცებენ და მეზობელ ქვეყანაში არ იპოვიან, ამ რეგიონის ქვეყნებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის, მდიდარი ადამიანებისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა