მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყოველდღიურად 80 მილიონ ლარზე მეტი საბარათე ოპერაციები სრულდება

5e4be3908f997
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.20 17:50
1797
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა პრაქტიკულად გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. ასეთივე მაღალი ტემპით გაიზარდა იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც უკონტაქტო საბარათე სისტემით შეიძლება გადახდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში მიმოქცევაში 6,065,074 სადებეტო და 600,501 საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის. 

ამ ბარათებით ყოველდღიურად ერთ მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლითაც განხორციელებული ოპერაციების მოცულობა საშუალოდ 80 მილიონ ლარს აღემატება.

შედარებისთვის, 2016 წლის იანვარში დღეში 300,000 ლარზე ნაკლები საბარათე გადახდა ხდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი 11 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რვაჯერ გაიზარდა (თუმცა, ამ ოპერაციებში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბანკომატებიდან თანხის განაღდების ოპერაციებს).

2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში 62,531 პოს-ტერმინალია. შედარებისთვის, 2016 წლის იანვარში ქვეყანაში პოს-ტერმინალების სისტემა 2.8-ჯერ უფრო დიდია. 

რაც შეეხება ბანკომატების რაოდენობას, ის იანვრის მდგომარეობით 2,532-ს შეადგენს. 

რაც შეეხება ინტერნეტბანკინგს, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 136,105 ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 280.5 მილიონს (დღეში 9.4) მილიონს შეადგენს. 

შედარებისთვის, 2016 წელს ინტერნეტბანკინგით, დღის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის გადარიცხვები/ოპერაციები ხორციელდებოდა, რაც მოხმარების გაექვსმაგებაზე მეტყველებს.