08.ივლისი .2020 10:37

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილების რეიტინგი

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილების რეიტინგი
views 10275
უკან

საქართველოს ქუჩებში 1.37 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. მხოლოდ 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 53 ათასით გაიზარდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების უდიდესი ნაწილი - 36.1% ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში არის რეგისტრირებული, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება, 13%-ით მეორე ადგილზე იმერეთი, 10%-ით კი მესამეზე ქვემო ქართლის რეგიონია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. შსს-ს ანგარიშის მიხედვით, ავტომობილების 95% 2013 წლამდეა წარმოებული. 4 წელზე უფრო ახალი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის 2%-ზე ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების მოდელების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ავტომობილი Ford Transit-ია, ქვეყანაში სულ 76 ათასი ფორდ ტრანზიტი არის რეგისტრირებული, თუმცა ის არა მსუბუქი, არამედ M2-ის კატეგორიის ავტომობილია. მსუბუქი ავტომობილების კლასში კი პირველ ადგილზე ოპელ ასტრაა, რომლის რაოდენობაც 55 ათასს აღემატება. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილების რეიტინგი:


1) Opel Astra - 55,604 ავტომობილი;



2) VAZ - 2106 - 52,889 ავტომობილი (უცნობია ამ ავტომობილებიდან რამდენია კვლავ ექსპლოატაციაში)



3) Mercedes Benz E Class - 44,517 ავტომობილი;



4) Mercedes Benz C Class - 43,611 ავტომობილი;



5) Opel Vecrta - 38,850 ავტომობილი;



6) Toyota Prius - 33,683 ავტომობილი;



7) Volkswagen Golf - 24,552 ავტომობილი;



8) BMW 3 Series - 24,532 ავტომობილი;



9) BMW 5 Series - 23,973 ავტომობილი;



2019 წელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპით Toyota Prius-ის მოდელის ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მათი იმპორტი მთლიანი ავტოიმპორტის 12%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა