მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოსთვის“ - გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

60b0cd56ba0e5
ინგა მურუსიძე
28.05.21 15:00
4605
ხვალ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც bm.ge-ს ახლად დაფუძნებული პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში", 17:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის: უკვე ცნობილია, რომ გიორგი გახარიას გუნდში იქნებიან ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი, ასევე დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობების რამდენიმე წარმომადგენელი.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა.