მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა

5f6afc2e2dd9a
BM.GE
23.09.20 11:48
742
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა, რაზეც მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდა მეტყველებს. 2020 წლის მეორე კვარტალში ინდექსი  2.1%-ით გაიზარდა. 

"წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4%-ით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

პირველ კვარტალთან შედარებით კი ინდექსი 0.7%-ით არის გაზრდილი.