მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატმა ახალ სამომხმარებლო კალათში სურსათის წილი გაზარდა, თამბაქოსი კი შეამცირა

5e32b1e01842a
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.20 15:20
1089
საქართველოში ინფლაციის გამოთვლა 305 სხვადასხვა დასახელების პროდუქტისა და მომსახურების ფასის შესწავლით ხდება. თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებას სამომხმარებლო კალათაში შესაბამისი წილი აქვს მინიჭებული, კოეფიციენტები კი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის აღნიშნული პროდუქტი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში. მაგალითად, სურსათს კალათაში გაცილებით დიდი წილი უჭირავს ვიდრე კომუნიკაციებს, რადგანაც მოსახლეობის დანახარჯების სტრუქტურაში სურსათის წილი კომუნიკაციებზე საგრძნობლად მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აახლებს როგორც სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების სიას, ასევე იმ კოეფიციენტებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებს აქვთ მინიჭებული.

დღეს საქსტატმა 2020 წლის სამომხმარებლო კალათა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო კალათაში 2019 წელს არსებულ კალათასთან შედარებით გაზრდილი არის სურსათის წილი. კერძოდ, თუ 2019 წელს სურსათის ჯგუფზე 30.8% მოდიოდა, 2020 წლის მეთოდოლოგიით სურსათის ჯგუფს 31.3% აქვს მიკუთვნებული.

შესაბამისად, მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად, ამ ჯგუფში ფასების ცვლილება უფრო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე, ვიდრე ეს 2019 წელს იყო.

თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფს 2019 წლის სამომხმარებლო კალათით 6.6% ჰქონდა მინიჭებული, განახლებული მეთოდოლოგიით კი ამ ჯგუფის წილი 6.4%-მდე არის შემცირებული. შესაბამისად, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფში ფასების ცვლილებას ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელზე წელს შედარებით უფრო მცირე გავლენა ექნება, ვიდრე 2019 წელს ჰქონდა.

BMG-სთან საუბარში საქსტატის ფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი თეთრაულმა განაცხადა, რომ საფასო ჯგუფების წონების განახლება ეროვნული ანგარიშების სტატისტიკის მიხედვით ხდება.

"წონების განახლება ხდება ეროვნული ანგარიშების მონაცემების საფუძველზე, ანუ ქვეყნის მასშტაბით მოხმარების მიხედვით. ყოველწლიურად ახლდება ეს მონაცემი და უახლესი მონაცემების საფუძველზე ვაახლებთ ჩვენც სამომხმარებლო ჯგუფების წონებს. 2020 წლის კალათა დათვლილი გვაქვს 2018 წლის მონაცემებზე მიხედვით, შესაბამისად, 2019 წლის კალათა 2017 წლის მონაცემების საფუძველზე გვქონდა დათვლილი. 

წელს კალათიდან ამოვიღეთ ადგილობრივი წარმოების უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტი, ამის მიზეზი იყო ის, რომ შარშან მოგეხსენებათ აქციზის მკვეთრი ზრდა იყო და ამან გამოიწვია მოხმარების სტრუქტურის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება. დამატებით კვლევა ჩავატარეთ შარშან, რამაც აჩვენა რომ ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმი ფაქტობრივად აღარ იწარმოება და უმნიშვნელო რაოდენობით იყიდება ბაზარზე. შესაბამისად, ეს ორი პროდუქტი ამოვიღეთ კალათიდან. ამჟამად კალათაში დარჩენილია თამბაქოს პროდუქციიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც არის მთლიანად თამბაქოს ჯგუფის წარმომადგენელი. 

რაც შეეხება სამომხმარებლო კალათაში დამატებულ საქონელს, ეს არის შინაური ცხოველების საკვები,"- ამბობს გიორგი თეთრაული. 

2020 წლის სამომხმარებლო კალათის ჯგუფებისა და ამ ჯგუფებში შემავალი ქვეჯგუფების წილი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 31.3% ზრდა წინა წელთან 0.5 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის, სურსათი  - 28.0% ზრდა წინა წელთან 0.7 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის უალკოჰოლო სასმელები - 3.2% კლება წინა წელთან -0.3 პროცენტული პუნქტი;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 6.4% კლება წინა წელთან -0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ალკოჰოლური სასმელები  - 3.5% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის თამბაქოს ნაწარმი - 2.9% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 3.9% ზრდა წინა წელთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ტანსაცმელი - 2.4% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ფეხსაცმელი  - 1.5% ზრდა წინა წელთან 0.3 პროცენტული პუნქტი;
  • საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 9.0% ზრდა წინა წელთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 1.6% ზრდა წინა წელთან 0.5 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 1.2% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 1.0% უცვლელია;
  • მათ შორის ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 5.3% კლება წინა წელთან -0.3 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა შეკეთება - 5.9% კლება წინა წელთან -0.5 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკისსაფარი და რემონტი - 0.7% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის საოჯახო საფეიქრო ნაწარმი - 0.1% უცვლელია;
  • მათ შორის გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფა-ცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით - 1.7% კლება წინა წელთან -0.4 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი - 0.8% უცვლელია;
  • მათ შორის ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკასახლისა და ბაღისთვის - 0.1% კლება წინა წელთან -0.05 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება - 2.5% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 7.8% კლება წინა წელთან -0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა - 3.4% ზრდა წინა წელთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 2.2% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის საავადმყოფოების მომსახურება - 2.2% კლება წინა წელთან -0.3 პროცენტული პუნქტი;
  • ტრანსპორტი  - 12.1% უცვლელია;
  • მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების შეძენა - 0.9% უცვლელია;
  • მათ შორის პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაცია - 7.9% უცვლელია;
  • მათ შორის სატრანსპორტო მომსახურება - 3.3% უცვლელია;
  • კავშირგაბმულობა  - 3.8% ზრდა წინა წელთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის სატელეფონო და სატელეფაქსო მოწყობილობები - 0.8% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის სატელეფონო, სატელეგრაფო და სატელეფაქსო მომსახურება  - 3.0% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 3.8% კლება წინა წელთან -1.9 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთადამუშავების მოწყობილობები, რემონტის ჩათვლით - 0.5% კლება წინა წელთან -0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივიმოხმარების სხვა საქონელი - 0.0% კლება წინა წელთან -0.01 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის დასვენებისა და გართობისათვის აუცილებელი სხვამოწყობილობა; ბაღები, ყვავილები და შინაური ცხოველები - 0.0% კლება წინა წელთან -0.26 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის გასართობი და კულტურული მომსახურება - 0.9% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის წიგნები, გაზეთები და საკანცელარიო ნივთები - 1.0% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ტურისტული მოგზაურობა - 1.1% კლება წინა წელთან -1.8 პროცენტული პუნქტი;
  • განათლება  - 5.0% უცვლელია;
  • მათ შორის სკოლამდელი და დაწყებითი განათლება - 0.3% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის საშუალო განათლება - 2.2% უცვლელია;
  • მათ შორის უმაღლესი განათლება - 2.4% უცვლელია;
  • მათ შორის დონით განუსაზღვრელი განათლება - 0.1% უცვლელია;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 5.4% ზრდა წინა წელთან 1.4 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის საზოგადოებრივი კვება - 4.9% ზრდა წინა წელთან 1.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის ღამის გასათევით მომსახურება  - 0.5% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.5% ზრდა წინა წელთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის პირადი ჰიგიენა  - 2.1% უცვლელია;
  • მათ შორის პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი - 0.6% კლება წინა წელთან -0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის დაზღვევა  - 0.5% უცვლელია;
  • მათ შორის საფინანსო მომსახურება - 1.5% ზრდა წინა წელთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
  • მათ შორის სხვა სახის მომსახურება - 0.7% ზრდა წინა წელთან 0.2 პროცენტული პუნქტი.