მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვიურ ჭრილში ფასები შემცირდა - საქსტატი

642a81b9257e5
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.23 11:48
616
საქსტატმა დღეს 2023 წლის მარტის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა, რაც 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხოლო თვიურ ჭრილში "დეფლაციაა" და თვიური ინფლაცია მინუს 0.2%-ია. 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელი ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.5 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-1.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-1.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (1.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.1 პროცენტი) ჯგუფებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები