სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შესაძლოა ქვეყანაში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორის ეკონომიკური პარამეტრების გამოკვლევა დაიწყოს, ამის შესახებ უწყების მიერ სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა. “საქსტატს” მაინინგის სფეროს შესახებ კითხვით დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა, რომელსაც აინტერესებდა, თუ რა მეთოდოლოგიით ითვლის უწყება მაინინგით დაკავებული ბიზნესების აქტივობას. საქსტატის გენერალური დირექტორის განმარტებით, ამჟამად სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგიები მსგავსი საქმიანობების აღრიცხვას არ ითვალისწინებს, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციები ციფრული აქტივების აღრიცხვის მეთოდოლოგიაზე მუშაობენ, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ამ საქმიანობას საქართველოც აღრიცხავს.
“კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება, რადგან არ არსებობს აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვის საერთაშორისო მეთოდოლოგია და შესაბამისი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმიანობების ეროვნული კლასიფიკატორი - სეკ 006-2016, არ იძლევა კრიპტოვალუტის წარმოების, როგორც ცალკე ეკონომიკური საქმიანობის სახის იდენტიფიცირების საშუალებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ციფრული აქტივების (მათ შორის კრიპტოვალუტის) კლასიფიცირების და მათი წარმოების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლებელი გახდება კრიპტოვალუტის წარმოებით დაკავებული კომპანიების ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება და მთლიან შიდა პროდუქტში ასახვა,”- ნათქვამია საქსტატის გენერალური დირექტორის პასუხში.
საქართველოში ვირტუალური ფულის მაინინგი გავრცელებულია როგორც რეგისტრირებული ბიზნესის, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული სვანეთში - მესტიის რაიონში, სადაც დამოუკიდებლობის შემდეგ ოჯახებში მრიცხველების დაყენება ვერ მოხერხდა და მოქალაქეები “დე-ფაქტო” უფასო დენს მოიხმარენ. ასევე განსაკუთრებულად დიდია მაინინგი ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს 0 თეთრად “ენგურჰესიდან” იღებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ის მთლიანად თბილისის ელექტრომოხმარებასაც აჭარბებს. ამ ზრდის მთავარი ფაქტორი სწორედ მაინინგი იყო.
რაც შეეხება კორპორატიულ მაინინგს, ის ძირითადად თიზ-ებშია თავმოყრილი, სადაც კომპანიები ელექტროენერგიის ტარიფის დღგ-ის კომპონენტს არ იხდიან. ამ მიმართულებით, საქართველოში ყველაზე დიდი დატა ცენტრი “ბი ეფ დი სის” (Bitfury)-ის აქვს, რომელმაც 2021 წელს 395 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ასევე 66.2 მლნ. კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა შპს “ჯეომეინთენანსმა”, 47 მლნ შპს “აითილებმა” და 20 მლნ. კვტსთ შპს “დატა ჰაბმა”.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი