რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტების" დაანონსებული ფორმით ამოქმედებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ახალი რეგულაციის მიღება ქორწილების და დაბადების დღეების დაშვებით უნდა მომხდარიყო, სხვა შემთხვევაში კი ამის ადმინისტრირების მოტივი ბევრ კვების დაწესებულებას არ გაუჩნდება.
BM.GE-თან საუბრისას ბურჯანაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტების შექმნის რეალური მოტივი იმუნიზაციის წახალისება უნდა ყოფილიყო, მოცემული ფორმულირება კი ამის საბაბს არ იძლევა.
„ბიზნესს შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ამ დრომდე მოქმედებს, მწვანე ზონის შექმნის შემთხვევაში მოხსნილიყო. კერძოდ, აკრძალული ქორწილების და დაბადების დღეების დაშვება, მწვანე ზონის შემთხვევაში საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და ბიზნესისთვისაც. ეს არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს, ამიტომ გაოგნებული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რაც მიიღეს, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გამოვა და არაფრის მომცემი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს 1 დეკემბრამდე გადაიხედება და მოტივაცია გაჩნდება იმ შედეგის მისაღწევად, რისთვისაც ვიბრძვით.
საწყის ეტაპზე ყველგან ამის ადმინისტრირება ალბათ რთული იქნებოდა და ვფიქრობ ამიტომ მიიღეს გარკვეულ სფეროებზე, საბოლოოდ ყველამ უნდა მიიღოს ეს სტატუსი, მაგრამ რაც დაუშვეს ამ ფორმით არაფრის მომცემი იქნება ბიზნესისთვის, საზოგადოებისა და მთავრობისთვის. იმ ფონზე, როცა მხოლოდ მესამედი გვყავს აცრილი, სარესტორნე ბიზნესისთვის ამის დაშვება ბენეფიტების გარეშე დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამის ადმინისტრირებას გარკვეული რესტორნები დარწმუნებული ვარ, რომ აღარ მიაქცევენ ყურადღებას და იგივე ქაოსი შეიქმნება, რაც დღეს გვაქვს", - აცხადებს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, "მწვანე პასპორტით" სტუმრებს შესვლის უფლება ექნებათ კვების ობიექტებში, რესტორნებიშ, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
მსგავსი გადაწყვეტილება არ ეხებათ სავაჭრო მოლებს, სილამაზის სალონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რატომ არ გავრცელდა ახალი რეგულაცია სხვა სფეროებზე, ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გვპასუხობს, რომ რაც უფრო მეტ ადგილზე იმოქმედებს „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია, მით უკეთესია, თუმცა ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ საკითხს „ეტაპობრიობის პრინციპით“ მიუდგნენ. იგივე კითხვაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით კი გვიპასუხეს, რომ ეს არის ბაზისური საჭიროება, რომელზეც ადამიანს წვდომა უნდა ჰქონდეთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი