მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება

63e39f44a7d29
მარიამ დემეტრაშვილი
08.02.23 17:28
751
სარკინიგზო უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტს წარუდგენს.

„კანონპროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო სფეროში მომუშავე პირთა, კერძოდ, მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირებას, სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოთა შექმნას, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების განსხვავებულ მიდგომებს, რაც პირველ რიგში, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.

კანონპროექტი დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის პირველი ფაზის განხორციელებასთან, რაც გულისხმობს სარკინიგზო უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოს ფორმირებას“, - ვკითხულობთ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში.

დღესდღეობით, მემანქანეთა მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორგანიზაციის შიდა წესების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დარჩენილია სახელმწიფო რეგულირების სფეროს მიღმა. არ არის განსაზღვრული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.