მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საფრანგეთში ავიაბილეთებზე გადასახადს რკინიგზაში ინვესტიციების ჩადების მიზნით გაზრდიან

საფრანგეთის ტრანსპორტი

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა კლემან ბონემ 7 აგვისტოს ფრანგულ რადიო RTL-ის ეთერში განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტში ავიაბილეთებზე გადასახადები გაიზრდება. ამის მიზეზი კი სამგზავრო მატარებლებში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობაა. 

ამ ნაბიჯის გამამართლებელ მიზეზად ბონე თვითმფრინავით გადაადგილებასთან შედარებით, მატარებლით მგზავრობის სიძვირეს ასახელებს.

კითხვაზე - არის თუ არა წინსვლა ნავთობზე ევროპული გადასახადის შემოღების საკითხში, მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესირებენ, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მონაწილე ქვეყნების ერთსულოვნება და თუ იგივე ნაბიჯს გერმანიაში ან იტალიაში არ გადადგამენ, მაშინ საფრანგეთში დიზელზე გადასახადის დაწესებას აზრი არ ექნება.

კლემან ბონე დარწმუნებულია, რომ დიზელზე გადასახადი, რომელიც მისი მტკიცებით რამდენიმე თვეში შევა ძალაში, „სამართლიანი და ეკოლოგიურად აუცილებელია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები