ქუთაისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „Ramada ქუთაისის“ მშენებლობა, პანდემიის გამო, დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია „საქართველოს უძრავ ქონება“-ში დაუდასტურეს.
დეველოპერულმა კომპანიამ „Ramada ქუთაისის“ პროექტი 2018 წლის ნოემბერში წარადგინა. „საქართველოს უძრავ ქონებაში“ განმარტავენ, რომ სასტუმროს მშენებლობა 2020 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე წელს სასტუმრო არ გაიხსნება.
„Covid-პანდემიის გავლენით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ „საქართველოს უძრავი ქონება“ სასტუმრო „Ramada ქუთაისის“ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებენ კომპანიაში.
კითხვას - როდის განახლდება სამშენებლო სამუშაოები და დასრულდება სასტუმროს მშენებლობა, კომპანიაში პასუხობენ:
„სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას Covid-მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღებთ“.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მშენებარე ობიექტზე დასრულებულია მონოლითური სამუშაოები.
ქუთაისის ახალი სასტუმროს პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით 125 ნომერს მოიცავს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მლნ ლარია.
ცნობისთვის, Ramada უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9 100 სასტუმროს მოიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა