მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების უმეტესობა რეგიონებში ჯერ კიდევ დახურულია – ცოტნე ჯაფარიძე

5ee7b0acc1675
თამთა ჯიჯავაძე
15.06.20 23:10
1087
სასტუმროების უმეტესობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ჯერ კიდევ დახურულია, – ამის შესახებ „ტრეფიკ ტრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„შიდა ტურიზმი გაიხსნა, უნდა გაიხსნას სასტუმროები, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის უამრავი სასტუმრო, რომელთაც სურდათ გახსნილიყვნენ, თუმცა, რადგან არ მისულა მათთან შემოწმება, და არ გაცემულა მათზე რეკომენდაციები, ისევ დახურულები არიან“, – აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თბილისში მას არ აქვს ამ კუთხით ინფორმაცია, თუმცა, ის ფიქრობს, რომ ახლა აქცენტი უფრო რეგიონებზე უნდა გაკეთდეს.

„ის ხალხი, რომლებიც თუ იმოგზაურებს და შიდა ტურიზმით დაინტერესდება, ალბათ ისევ თბილისის მაცხოვრებელი იქნება. მაგრამ თავად ფსონის დადება შიდა ტურიზმზე იმ ეკონომიკური მდოგმარეობის გათვალისწინებით, რაც ახლაა ქვეყანაში და იმ ფინანსური მდგომარეობით, როცა უამრავმა ხალხმა დაკარგა სამსახური და ის შემწეობა რაცაა, ამასაც ზოგი ვერ იღებს, ნაკლებად პერსპექტიული მეჩვენება, რომ შიდა ტურიზმი დაგვტვირთავს ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ნაწილში, რათა კომპანიები გადარჩეს“, – აღნიშნა „ტრეფიკ ტრეველის“ მმართველმა პარტნიორმა.