მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებში ხარჯვის კუთხით 77%-იანი კლებაა – "თიბისი კაპიტალი" ოქტომბრის ტენდენციებზე

5fa50e23ae12f
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 22:30
733

“ხარჯვაზე ცვლილებები შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღის გააქტიურებას დავუკავშიროთ,” - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

კორძაიამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტულ სექტორებში არსებული მდგომარეობა დეტალურად მიმოიხილა.

“ბინების გაყიდვების ტრანზაქციების რეგისტრაციების დინამიკაზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში ბოლო კვირის საშუალო წლიური ცვლილება პლუსში გავიდა და წინა წელთან შედარებით 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, იპოთეკების გაცემაც დასტაბილურდა. რაც შეეხება იპოთეკებში სუბსიდირებული სესხების წილს, ეს წილიც სტაბილურია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შედარებით მაღალი რჩება ხარჯვა სურსათზე და ფარმაციაზე და აქაც დასტაბილურების ტრენდი ჩანს.

ტანსაცმელის შეძენაზე გაუმჯობესება იყო, ხოლო ელექტრონიკაში შენელება, თუმცა სწრაფი ტემპით ზრდას აჩვენებს სამშენებლო მასალები, ავეჯი და მოწყობილობა. ხარჯვის ცვლილებები პანდემიის მეორე ტალღის გააქტიურებას შეიძლება დავუკავშიროთ”, -აცხადებს კორძაია. 

მისი თქმით, ჰორეკა სექტორი კვლავ უარყოფით ტრენდს აჩვენებს.

“სასტუმროებში ოქტომბერში 77%-იანი კლება გვაქვს, გართობამ 70%-იანი კლება აჩვენა. ფიტნესმა 56%-იანი კლება, ხოლო რესტორნების და კაფეების ხარჯვაში 33%-იანი კლება გვაქვს” - განმარტა კორძაიამ.

მისივე თქმით, მდგომარეობა შეცვლილია უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მიმართულებით.

“რაც შეეხება გადმორიცხვების ნაწილს, ამ კვირაში საერთო ჯამში შემცირება გვაქვს. ევროკავშირიდან გადმორიცხვები პოზიტიური რჩება, თუმცა გარკვეულწილად შემცირებულია. მეზობელ ქვეყნებს თუ შევხედავთ, სომხეთიდან გადმორიცხვები მინუსში გავიდა, რაც სამეზობლოში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. შედარებით შემცირებულია ასევე რუსეთიდან გადმორიცხვები” - აღნიშნა კორძაიამ.